Accessibility links

logo-print

ირანმა გაათავისუფლა მარშალის კუნძულების დროშით მცურავი გემი


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გათავისუფლებულია მარშალის კუნძულების დროშით მცურავი სატვირთო გემი, რომელიც ირანის მესაზღვრეებმა დააკავეს აპრილის ბოლოს. სამინისტრომ 7 მაისს განაცხადა, რომ გათავისუფლებულია გემის ეკიპაჟის 24-ვე წევრი და გემმა უკვე დატოვა ირანის წყლები. სატვირთო გემი 28 აპრილს დააკავეს, უთანხმოების გამო, რომელიც წარმოიშვა დანიური კომპანიის მხრიდან ირანთან დავალიანების საფუძველზე. ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ გემს და მის ეკიპაჟს მხოლოდ ამ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ვალის დაფარვის შემდეგ გაათავისუფლებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა 6 მაისს განაცხადა, რომ მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდებოდა. გემი ეკუთვნის ანონიმურად დატოვებულ კერძო ინვესტორებს.

XS
SM
MD
LG