Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნებია


ბრიტანეთში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქვეყნის ევროკავშირის წევრად ყოფნა და შოტლანდიის დამოუკიდებლობის შანსიც გაზარდოს. არჩევნებს ყურადღებით ადევნებს თვალს მსოფლიო, მისი შესაძლო შედეგების გამო. საარჩევნო უბნები ლონდონის დროით დილის 7 საათზე გაიხსნა. ანალიტიკოსების თქმით, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებში მიმდინარეს გამოარჩევს პრეტენდენტთა მეტნაკლებად თანაბარი რეიტინგები. მოქალაქეები არჩევანს აკეთებენ პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის მემარჯვენე-ცენტრისტულ კონსერვატორებს, ედ მილიბენდის მემარცხენე-ცენტრისტულ ლეიბორისტებს და რამდენიმე მცირე ზომის პარტიას შორის. ორივე მსხვილი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ შესძლებენ უმრავლესობის მოპოვებას 650 ადგილიან ორგანოში. მაგრამ წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მცირე პარტიებს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ პარტიას, რომელიც ყველაზე კარგ მაჩვენებელს მოიპოვებს, სავარაუდოდ მცირე ზომის პარტიებთან მოუწევს თანამშრომლობა მთავრობის ფორმირების მიზნით. საბოლოო შედეგებს 8 მაისს გამოაცხადებენ.

XS
SM
MD
LG