Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის ლიდერს


აზერბაიჯანში სასამართლომ ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის წამყვან აქტივისტს, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით - რომელსაც მთავრობის კრიტიკოსები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ოპოზიციური პარტიის, მუსავათის თავმჯდომარის მოადგილე, ფარაჯ ქერიმლი ბაქოს სასამართლომ დამნაშავედ სცნო ნარკოტიკული საშუალებების დიდი რაოდენობის რეალიზაციაში. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს მსჯავრდებულის ადვოკატი - რომელიც ასევე აცხადებს, რომ მისი კლიენტი ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს. ადვოკატის თქმით, ქერიმლი მუსავათის ვებსაიტის და ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორი იყო და ხშირად აქვეყნებდა მასალებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის კორუმპირებულობის შესახებ. მარტში ქერიმლის ძმას, სირაჯს მიუსაჯეს ექვსწლიანი პატიმრობა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციაზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა მას შემდეგ, რაც ალიევი მესამე ვადით მოვიდა პრეზიდენტად, 2013 წელს.

XS
SM
MD
LG