Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადეჟდა სავჩენკო საპატიმროში რჩება


მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო 30 ივნისამდე დატოვა პატიმრობაში. "ტასის" ინფორმაციით, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების პოზიციას, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, სავჩენკომ შესაძლოა გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედებები, შესაძლებელია დაემუქროს დაზარალებულებსა და მოწმეებს, მიიმალოს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. სწორედ ამიტომ სასამართლომ მისი საპატიმროში დატოვება გადაწყვიტა. ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის საპატიმროში 2014 წლის ივნისიდან იმყოფება. მას ბრალად ედება რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ორი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობა, რომლებიც გასულ წელს დონბასში დაიღუპნენ. სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს. უკრაინული მხარე მას უკანონო პატიმარს უწოდებს.

XS
SM
MD
LG