Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სკოლაზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ქალაქ ფეშავართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ბი-ბი-სი-ს ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა მაშინ განახორციელეს, როდესაც ფეხბურთის მატჩი მიმდინარეობდა. თავდამსხმელები სტადიონზე გასვლას შეეცადნენ, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურება. მსგავსი შემთხვევა ქალაქ ფეშავარში გასულ წელსაც მოხდა. მაშინ ტერორისტების თავდასხმის შედეგად 140 მოსწავლეზე მეტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG