Accessibility links

logo-print

ბილ გეიტსი აზიისა და აფრიკის ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულებების ქსელს ააშენებს


კომპანია მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობისა და მომაკვდინებელ ვირუს ებოლასთან საბრძოლველად სამედიცინო დაწესებულებების ქსელის მშენებლობას გეგმავს. ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბილ გეიტსი ამბობს, რომ ექვსი სამედიცინო დაწესებულება პერმანენტულად შეაგროვებს ინფორმაციას დაავადებების შესახებ, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზევე იქნეს აღმოჩენილი. კომპანია „გეიტს ფაუნდეიშენი“ სამედიცინო ქსელის ასაშენებლად 75 მილიონ დოლარს გაიღებს.

XS
SM
MD
LG