Accessibility links

logo-print

სამი წვევამდელის წამებაში ბრალდებულ ქართველ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ


საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 6 მაისს გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და პატიმრობა შეუფარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს, რომლებსაც წვევამდელების წამებაში ედებათ ბრალი. პროკურატურის განცხადებით, მისი გამოძიებით დადგინდა, რომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის საგუშაგოზე მივლინებულმა სამმა წვევამდელმა 2014 წლის ივლისში თვითნებურად, დროებით დატოვა საგუშაგო. ამ ნაბიჯის გამო მათი დასჯის მიზნით ოცეულის მეთაურმა, ათეულის მეთაურმა და ათეულის სერჟანტმა წვევამდელები ჩაიყვანეს ყაზარმის სარდაფში, სადაც ჯგუფურად მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემეს ხელებით და ფეხებით, დააყენეს მუხლებზე და ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლით დაემუქრნენ. განცხადების თანახმად, წამება გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში შსს-ის თანამშრომლებს 9-15 წლამდე ემუქრება პატიმრობა.

XS
SM
MD
LG