Accessibility links

ცხარე ბრძოლების ეპიცენტრია ავღანეთის ყუნდუზის პროვინცია


გააფთრებულ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი 7 მაისს ავღანეთის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში, სადაც სამთავრობო ძალები განაგრძობენ იერიშებს ექსტრემისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, ბრძოლების არეალი რაიონებს ალი-აბადს, ჩარდარას, იამამ საჰიბსა და გულ ტეპეს მოიცავს. როგორც ყუნდუზის პროვინციის გუბერნატორმა მოჰამად ომარ საფიმ უთხრა ჩვენს რადიოს, ბრძოლებში დაახლოებით 190 ექსტრემისტი და 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპნენ. მას შედმეგ, რაც 24 აპრილს თალიბანმა საგაზაფხულო იერიშების სერია წამოიწყო, ყუნდუზის პროვინციაში სახლები დაახლოებით 10 ათასამდე ოჯახმა მიატოვა.

XS
SM
MD
LG