Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულმა უპილოტომ იემენში ალ ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი მოკლა


SITE-ს სახელწოდებით ცნობილმა სადამკვირვებლო ჯგუფმა საკუთარი საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა გასულ თვეში იემენში ალ ყაიდის ის ლიდერი მოკლა, რომელიც სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ გახორციელებულ სისხლიან თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას აღიარებდა. ნასირ ალ ანსი აპრილში მის უფროს შვილთან და რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად საპორტო ქალაქ მუკალასთან საჰაერო თავდასხმის დროს დაიხოცნენ. მისი სიკვდილის შესახებ განცხადებას შეიცავს ვიდეო, რომელიც ტვიტერზე არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ ყაიდის მიერ აიტვირთა. ამ ჯგუფს ვაშინგტონი ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტერორისტულ ქსლად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG