Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი იმსჯელებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე


დღეს, 13:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნება, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის განკარგულებით არის მოწვეული. სხდომაზე ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხის დასმამდე პარლამენტი ორი დეპუტატის - თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, სავიზო რეჟიმის გამარტივებაა, რომლის თაობაზეც მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

XS
SM
MD
LG