Accessibility links

დიდი ბრიტანეთის არჩევნებში, წინასწარი შედეგების მიხედვით, ლიდერობს დევიდ კამერონის პარტია


დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის "კონსერვატიული პარტია" ლიდერობს. "ბიბისის" ცნობით, ეგზიტპოლების თანახმად, კონსერვატორები პარლამენტში 325 ადგილს დაიკავებენ, რაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისთვის საკმარისია. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ლეიბორისტები 232 ადგილს დაიკავებენ, ლიბერალ-დემოკრატები 12-ს, შოტლანდიის ეროვნული პარტია 56-ს, უელსის პარტია 3-ს, მწვანეები 1-ს, ხოლო დანარჩენები 21-ს. პრემიერ დევიდ კამერონის თქმით, ჯერ საბოლოო შედეგები არ არის გამოცხადებული, თუმცა, თუ მისმა პარტიამ გაიმარჯვა, იგი შეეცდება გაერთიანებული სამეფო კიდევ უფრო ერთიანი გახადოს. საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში გუშინ გაიმართა. ამომრჩეველმა ბრიტანეთის პარლამენტის 650 წევრი აირჩია. ამას გარდა, მათ ინგლისის 279 ადგილობრივი საბჭოს 9 000-ზე მეტი წევრი და რამდენიმე ქალაქის - ბედფორდის, ლესტერის, მესფილდის, კოუპლენდის, მიდლზბროს და ტერბეის მერები აირჩიეს.

XS
SM
MD
LG