Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტში რასობრივი ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იწყება


სან-ფრანცისკოს მთავარი პროკურორის ბრძანებით, პოლიციის დეპარტამენტში იწყება რასობრივი ნიშნით გამოვლენილი სიძულვილის თაობაზე გამოძიება. კომისია, რომელიც სამი ყოფილი მოსამართლისგან შედგება, გამოიკვლევს ათასობით დაკავების საქმეს, რათა დადგინდეს, ხომ არ შეიცავდნენ ისინი რასისტულ ან ჰომოფობიურ ნიშნებს. ამასთანავე, როგორც ვაშინგტონ პოსტი იუწყება, აშშ-ის გენერალური პროკურორის ლორეტა ლინჩის გადაწყვეტილებით, იწყება ქალაქ ბალტიმორის პოლიციის დეპარტამენტის ფედერალური შემოწმება. ქალაქ ბალტიმორში შავკნიანი მამაკაცის ფრადი გრეის სიკვდილს საპროტესტო გამოსვლების ტალღა მოჰყვა, რომელიც ფართომასშტაბიან არეულობაში გადაიზარდა. ფრადი გრეის სიკვდილის გამო ექვს ბალტიმორელ პოლიციელს წაუყენეს ბრალი.

XS
SM
MD
LG