Accessibility links

logo-print

იემენში მოკლეს „ალ ყაიდის“ ერთ-ერთი ლიდერი


როგორც ისლამისტური დაჯგუფება „ალ ყაიდა იემენში“ იტყობინება, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა მათი ერთ-ერთი ლიდერი ნასერ ალ ანსი, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა პარიზში, სატირულ ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმაზე. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ნასერ ალ ანსი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, საპორტო ქალაქ მუკალაში დაიღუპა. მისი სიკვდილი ჯერ არ დაუდასტურებია ამერიკულ მხარეს. პარიზში ჟურნალ შარლი ებდოზე თავდასხმას, მიმდინარე წლის 7 იანვარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG