Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სამხედროებმა სირიელ ამბოხებულთა ჯგუფის წვრთნა დაიწყეს


ამერიკელმა სამხედროებმა სირიელ ამბოხებულთა ჯგუფის წვრთნა დაიწყეს, რათა მათ წინააღმდეგობა გაუწიონ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის განცხადებით, 90-მდე ადამიანს ჩაუტარდა წვრთნა დაცულ ადგილას. მისივე თქმით, მალე კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაწვრთნიან იორდანიის, თურქეთის, ყატარისა და საუდის არაბეთის ტერიტორიებზე. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სირიელ ამბოხებულებს სამხედრო დახმარებაც გაუწიონ ბრძოლის ველზე. თუმცა, კარტერი ნათლად განმარტავს, რომ ამერიკელი სახედროების მიზანს "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება წარმოადგენს და არა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. პენტაგონი გეგმავს მომავალი სამი წლის მანძილზე 15 000-მდე სირიელი მებრძოლი გაწვრთნას.

XS
SM
MD
LG