Accessibility links

დევიდ კამერონის კონსერვატიული პარტია არჩევნებში ლიდერობს


კონსერვატიული მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დავიდ კამერონი უდგას სათავეში, სავარაუდოდ მომავლი ხუთი წლითაც უხელმძღვანელებს ბრიტანეთს. ასეთია ტელეკომპანია „ბიბისის“ მიერ არჩევნების მსვლელობის დროს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, რომლის თანახმადაც 650 ადგილიან პარლამენტში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია დაახლოებით 326 ადგილს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, კამერონი დღის მეორე ნახევარში ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს ესტუმრება ახალი მთავრობის ფორმირებისათვის დადგენილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. კამერონის გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში მოასწავებს, რომ ბრიტანეთს ორი წლის შემდეგ ელოდება ისტორიული რეფერენდუმი ევროკავშირში დარჩენის საკითხზე, რაც კონსერვატიული პარტიის საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება იყო. ეგზიტპოლების თანახმად მეორე ადგილს 239 მანდატით ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია დაიკავებს, მესამეზე შოტლანდიის ნაციონალური პარტიაა 58 ადგილით, ლიბერალ-დემოკრატებს კი 10 მანდატის იმედი აქვთ.

XS
SM
MD
LG