Accessibility links

logo-print

პაკისტანში შვეულმფრენის კატასტროფას ორი ელჩი ემსხვერპლა


სულ მცირე ექვსი კაცი, მათ შორის ფილიპინებისა და ნორვეგიის ელჩები ემსხვერპლნენ სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნას პაკისტანის ჩრდილოეთ, გილგიტ-ბალტისთანის რეგიონში. საფრენი აპარატის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბანის დაჯგუფება ტეჰრიკე თალიბანმა, რომლის წარმომადგენელმა მუჰამედ კურასანიმ ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო სხვა შვეულმფრენი, რომელშიც მათი ინფორმაციით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი უნდა მჯდარიყო. დაღუპულთა შორის არიან შვეულმფრენის ორი მფრინავი და ასევე მალაიზიისა და ინდონეზიის ელჩების ცოლები. დაშავადა ათამდე მგზავრი, მათ შორის პოლონეთის და ჰოლანდიის ელჩები. მი-17 კლასის შვეულმფრენი ერთ-ერთი იყო იმ სამ ეკიპაჟში, რომლებსაც დასავლეთის დიპლომატები გადაჰყავდათ პაკისტანის იმ არეალში, სადაც პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი სიტყვით გამოსვლას აპირებდა. ორმა შვეულმფრენმა უსაფრთხოდ მიაღწია დანიშნულების ადგილს.

XS
SM
MD
LG