Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთი: ნიკ კლეგმა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა


ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას არჩევნებში „პარტიის კატასტროფული მარცხის“ გამო და ტოვებს თავმჯდომარის პოსტს. 7 მაისს გამართულ არჩევნებში მხოლოდ ლიბერალ-დემოკრატებს წინასწარი მონაცემებით დაახლოვებით 10 მანდატი ხვდათ წილად. ნიკ კლეგმა გადადგომის შესახებ მიმართვაში არჩევნების შედეგებს „ბრიტანული ლიბერალიზმისათვის სამწუხარო რეალობა უწოდა.“ არჩევნებში იმარჯვებს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტის დევიდ კამარეონის კონსერვატიული პარტია, რომელიც სავარაუდოდ მომავლი ხუთი წლითაც უხელმძღვანელებს ბრიტანეთს. ასეთია ტელეკომპანია „ბიბისის“ მიერ არჩევნების მსვლელობის დროს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, რომლის თანახმადაც 650 ადგილიან პარლამენტში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია დაახლოებით 326 ადგილს მიიღებს. ეგზიტპოლების თანახმად მეორე ადგილს 239 მანდატით ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია დაიკავებს, მესამეზე შოტლანდიის ნაციონალური პარტიაა 58 ადგილით, ლიბერალ-დემოკრატებს კი 10 მანდატის იმედი აქვთ. თანამდებობა არჩევნების შემდეგ დატოვა ასევე ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჟმაც, რომლის პარტიასაც მხოლოდ ორი მანდატი ხვდა წილად.

XS
SM
MD
LG