Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნები გამარჯვების დღეს აღნიშნავენ


ევროპის ლიდერები და მოქალაქეები 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. პარიზში ტრადიციულად ტრიუმფალურ თაღთან მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუმრები, რომელთა შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. გერმანიაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს ბერლინის რაიხსტაგში. პოლონეთის ქალაქ გდანსკში, რომლის ოკუპაციითაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს, - პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ღებულობენ მონაწილეობას ხსოვნის ღონისძიებებში.

XS
SM
MD
LG