Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა


კონსერვატიულმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 7 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის პარტიას მომავალ პარლამენტში 330 მანდატი ექნება, რაც სავსებით საკმარისია მთავრობის დასაკომპლექტებლადა და ხელისუფლებაში მომდევნო ხუთწლიანი ვადით დასარჩენად. კამერონმა თავის პოლიტიკური კარიერის ყველაზე „სასიამოვნო გამარჯვება“ უწოდა არჩევნების შედეგებს. ანალიტიკოსთა ვარაუდით, კი კონსერვატიული პარტიის არჩევნებით დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდება ისტორიული არჩევანის წინაშე: მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბრიტანელებს მოუწევთ რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ ქვეყნის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხი. დევიდ კამერონი დღესვე შეხვდა დედოფალ ელისაბედს, რათა ტრადიციის თანახმად მოეხსენებინა მონარქიისათვის, რომ მზად არის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებისათვის.

XS
SM
MD
LG