Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია: საქართველო და უკრაინა არ არიან მზად უვიზო მიმოსვლის უფლების მისაღებად


ევროკომისიაში 8 მაისს განაცხადეს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველო და უკრაინა ვერ მიიღებენ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებას. "ჩვენთვის ცნობილია საქართველოსა და უკრაინის მისწრაფება მომდევნო სამიტზე უვიზო სტატუსის მიღების თაობაზე, მაგრამ ვადების თვალსაზრისით ეს ძალიან ამბიციური გეგმაა“, - განაცხადა კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნატაშა ბერტომ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ბრიუსელიდან, 8 მაისს ევროკომისიამ გამოქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ სქართველომ და უკრაინამ უფრო მეტი უნდა გააკეთონ კანონმდებლობის განხორციელებისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფცია და ადამიანთა ტრეფინკინგი. კერძოდ, საქართველოს ბრიუსელი მოუწოდებს უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ როცა უკრაინას სჭირდება კანონმდებლობის განმტკიცება ორგანიზებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მოლდავეთმა შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლება 2014 წელს მიიღო და ერთადერთია აღმოსავლეთის პარტნიორ ექვს ქვეყანას შორის, რომელიც ასეთი სტატუსით სარგებლობს

XS
SM
MD
LG