Accessibility links

რუსეთმა და ჩინეთმა ეკონომიკის სფეროში შეთანხმებები გააფორმეს


რუსეთმა და ჩინეთმა არაერთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რვა მაისს. შეთანხმებები ეკონომიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას განამტკიცებს. სხვათა შორის, გაფორმდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ჩინეთის განვითარების ბანკი თითქმის მილიარდი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზს გაუხსნის რუსეთის სბერბანკს. შეთანხმებებს ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტს და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ცზინპინის შეხვედრის ჩარჩოებში. სი მოსკოვს სტუმრობს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად. პუტინმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ორმა ქვეყანამ დიდი ზარალი ნახა ომში, მიიღო სის მიწვევა პეკინში ანალოგიურ ღონისძიებაზე სამი სექტემბრისთვის.

XS
SM
MD
LG