Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო ჩარჩო-ხელშეკრულებას


აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ორმხრივი ინვესტიციებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება. სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი ესწრებოდა 7 მაისს ვაშინგტონში შეთანხმებაზე ხელის მოწერას. სომხეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტმა, ედვარდ ნალბანდიანმა, აშშ-ის მხრიდან - ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ, დენ მალანიმ. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს ბიზნესისთვის გარემოს ნაკლოვანებები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია რუსეთთან ერთად. სომხეთის მთავრობის მონაცემებით, ორმხრივი ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის შარშან შეადგენდა 221 მილიონ დოლარს, ანუ სომხეთის საგარეო ვაჭრობის ოთხ პროცენტს. სარქისიანი მოგვიანებით უნდა დასწრებოდა ღვთისმსახურებას, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში დაღუპული სომხების ხსოვნას ეძღვნებოდა. პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ამ ხოცვა-ჟლეტას სომხეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა „გენოციდს“ უწოდებენ. აშშ ამ ქვეყნების რიცხვში არ არის. ცერემონიაზე დასწრებას აპირებდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი.

XS
SM
MD
LG