Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ მუბარაქსა და მის ორ შვილს პატიმრობა მიუსაჯეს


ეგვიპტეში სასამართლომ სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაქსა და მის ორ ვაჟიშვილს კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. ეს იყო საქმის ხელახალი განხილვა მას შემდეგ, რაც 2014 წლის მაისში მუბარაქს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტის სასახლეების სარემონტოდ და საკუთარი ოჯახის საჭიროებებისათვის სახელმწიფო ფულის გაფლანგვის ბრალდებით. მუბარაქის ორ ვაჟიშვილს ოთხ-ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ამავე ბრალდების საფუძველზე. მუბარაქი, რომლის მმართველობაც 2011 წელს დაამხეს, 30 წელი მართავდა ეგვიპტეს.

XS
SM
MD
LG