Accessibility links

საქართველოში პატივს მიაგებენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ყვავილების გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის თავდაცვის ახალ მინისტრთან, თინა ხიდაშელთან ერთად მივიდა ვაკის პარკში, სადაც ნაცისტური გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ ომის ვეტერანები, რიგითი მოქალაქეები, საქართველოს მთავრობის წევრები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოგვიანებით პრეზიდენტმა თავის სასახლეში მიიღო ომის ვეტერანები და პატივი მიაგო მათ ღვაწლს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.

XS
SM
MD
LG