Accessibility links

ვაკის პარკში დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საზ. მაუწყებლის ყოფილი დირექტორი


თბილისში, ვაკის პარკში სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჭანტურია. მან ვაკის პარკში „გეორგიევსკის ბაფთით“ მისულ ერთ-ერთ პირს ჩამოხსნა ეს სიმბოლო, რასაც ჭანტურიას დაკავება მოჰყვა. ვაკის პარკში დანარჩენი რამდენიმე პირის დაკავებაც „გეორგიევსკის ბაფთასთან“ დაკავშირებულ ინციდენტებს მოჰყვა. "გეორგიევსკის ბაფთას" რუსეთში განსაკუთრებით ხშირად იყენებენ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ. ის ბევრს მიაჩნია რუსეთის იმპერიული მისწრაფებების სიმბოლოდ.

XS
SM
MD
LG