Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნას


ესპანეთში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა „აერობუს“ A400M ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ისინი ეკიპაჟის წევრები იყვნენ. სულ თვითმფრინავში, რომელმაც 8 მაისს საწვრთნელი ფრენის დროს განიცადა კატასტროფა, შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი მძიმედ დაშავდა, ორი კი ჯერ არ უპოვიათ. თვითმფრინავი ჩამოვარდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც აფრინდა სამხრეთში მდებარე ქალაქ სევილიის აეროპორტიდან. აეროპორტი დახურეს სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG