Accessibility links

შვეიცარიაში სროლის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი


შვეიცარიის პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე აარგაუს კანტონში სროლის შედეგად. დაღუპულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ. პოლიციის ინფორმაციით, ჯერ არ დაუდგენიათ 9 მაისის საღამოს მომხდარი ინციდენტის მიზეზი და ვარაუდობენ, რომ დაღუპულებს შორის არის თავდამხსმელიც. მიმდინარეობს დაღუპულთა იდენტიფიცირების პროცესი.

XS
SM
MD
LG