Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი


შვეიცარიის პოლიციის ცნობით, ხუთი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ვიურლინგენში სროლის შედეგად. ადგილობრივი პოლიციის უფროსის, მიხაელ ლოიტპოლდის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის თავდამსხმელიც. მსხვერპლი და შეიარაღებული პირი შვეიცარელები არიან და, ლოიტპოლდის თქმით, გამორიცხულია ტერორისტული აქტი. მისივე განცხადებით, თავდამსხმელი იყო 36 წლის პირი. მის ვინაობას საჯაროდ არ ამხელენ. ადგილობრივი მედია მას მოიხსენიებს პოლიციელად, სამი შვილის მამად.

XS
SM
MD
LG