Accessibility links

logo-print

ავღანეთში, სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" წევრები ეხმარებიან თალიბებს


ავღანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მეომრები ეხმარებიან თალიბანს მთავრობის ჯარებთან ბრძოლაში. კუნდუზის პროვინციის გუბერნატორმა, მუჰამად ომერ საფიმ უთხრა ჩვენს რადიოს, რომ 18 უცხოელი ექსტრემისტის გვამები იპოვეს რეგიონში, სადაც თალიბმა მეომრებმა 24 აპრილს წამოიწყეს იერიში. დაღუპულ უცხოელ ექსტრემისტებს შორის არიან მებრძოლები ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, თურქეთიდან და ჩეჩნეთიდან. ბრძოლა 10 მაისის დილამდე გრძელდებოდა პროვინციის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე სამ რაიონში. გაეროს ინფორმაციით, 100 ათასზე მეტი ადგილნაცვალი სამოქალაქო პირი საჭიროებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას.

XS
SM
MD
LG