Accessibility links

logo-print

მაკედონიაში ბოლო მოეღო შეტაკებებს, რომლებმაც რვა პოლიციელი შეიწირა


მაკედონიის ქალაქ კუმანოვოში ბოლო მოეღო ბრძოლას, რომელიც 9 მაისს დაიწყო უშიშროების ძალებსა და შეიარაღებული პირების ჯგუფს შრის. დაიღუპა რვა პოლიციელი და დაიჭრა მათი 37 კოლეგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ივო კოტევსკიმ 10 მაისს უთხრა ჟურნალისტებს, რომ ოპერაცია დასრულებულია და გაუვნებელყოფილია ბალკანეთში „ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტერორისტული ჯგუფი“. კოტევსკის ინფორმაციით, პოლიციელებმა იპოვეს 14 პირის გვამები და ვარაუდობენ, რომ ეს პირები იყვნენ შეიარაღებული ჯგუფის წევრები. მათგან ზოგს ეცვა ტანისამოსი ეთნიკური ალბანელების „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ სიმბოლოებით. კუმანოვო მდებარეობს სერბიასთან და კოსოვოსთან საზღვრების მახლობლად. მაკედონიის მთავრობამ ორდღიანი გლოვა გამოაცხადა დაღუპული პოლიციელებისათვის პატივის მისაგებად. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობის გამო.

XS
SM
MD
LG