Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა მოსკოვში ვიზიტისას „დანაშაულებრივი“ უწოდა ყირიმის ანექსიას


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 10 მაისს მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მასთან საუბრის შემდეგ „დანაშაულებრივი“ უწოდა ყირიმის ანექსიას. „ყირიმის დანაშაულებრივი და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ანქესიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ჩარევის გამო მძიმე დარტყმა მიადგა (რუსეთთან) თანამშრომლობას. მძიმე იმის გამო, რომ ასეთ მოქმედებაში ვხედავთ ევროპაში მშვიდობის წესრიგის საფუძვლების დარღვევას“, - განაცხადა მერკელმა მოსკოვში, პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ის გამოვიდა მოწოდებით დიპლომატიური ძალისხმევისაკენ უკრაინაში კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. გერმანიის კანცლერი მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმის მომდევნო დღეს ჩავიდა რუსეთში და, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიიღო უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინებით შემკობის ცერემონიაში. მერკელმა, ისევე როგორც დანარჩენმა დასავლელმა ლიდერებმა, უარი თქვეს დასწრებოდნენ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმს, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლის გამო. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა უკრაინაში 6100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG