Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თავდასხმების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 17 ადამიანი


ერაყის პოლიციისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების მონაცემებით, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა 10 მაისს განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ყველაზე სისხლისმღვრელი იყო თავდასხმა ქალაქ თარმიაში, სადაც დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა უშიშროების ძალების ბლოკ-პოსტთან. დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 10 ადამიანი. თარმია ბაღდადის ჩრდილოეთით, 50-მდე კილომეტრში მდებარეობს. ამასობაში, გრძელდება უშიშროების ძალებისა და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ბრძოლა დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციაში, სადაც ერაყის ჯარებმა გასულ თვეში დაიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ. ოფიციალური პირების ცნობით, 45 ექსტრემისტი იქნა ლიკვიდირებული ქალაქ გარმაში და ანბარის პროვინციის დედაქალქ რამადის მახლობლად.

XS
SM
MD
LG