Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის აღმოსავლეთში ჰაზარი მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს


ავღანეთის პროვინციის მეთაურმა განაცხადა, რომ განთავისუფლებული არიან ჰაზარი მძევლები, რომლებიც თებერვალში გაიტაცეს და ისინი 22 პირზე გაცვალეს. ათა ჯან ჰაყბაიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გაცვლა მოხდა ჯაღორის რაიონში, ღაზნის პროვინციაში 11 მაისს. სხვა ოფიციალური პირის, ასაბულა ქაქარის თქმით, 22 გაცვლილიუცხოელები არიან, სხვათა შორის, ქალები და ბავშვები, სავარაუდოდ გამტაცებლების ოჯახის წევრები. გამტაცებლები მოითხოვენ დარჩენილი 11 მძევლის გაცვლას სხვა ექვს პატიმარზე. არ არის ცხადი, როგორც მოხვდნენ მთავრობის საპატიმროში უზბეკები. 30 ჰაზარი მძევალი ყანდაარიდან ქაბულში მიმავალ გზაზე გაიტაცეს. თავიდან მთავრობა ისლამურ სახელმწიფოს ადანაშაულებდა გატაცებაში.

XS
SM
MD
LG