Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოლაპარაკება გაიმართა გერმანიის და რუსეთის ლიდერებს შორის


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ხორციელდება სრულად უკრაინაში, სადაც გრძელდება ბრძოლები მიუხედავად მინსკში მიღწეულიზავისა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ათ მაისს, მერკელი კონფლიქტის დასრულების მისაღწევად დიპლომატიური მცდელობებისკენ მოწოდებით გამოვიდა, მიუხედავად „განსხვავებისა“ დასავლეთსა და რუსეთს შორის. მერკელმა მოუწოდა სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთის რაიონებში, ნება დართონ კიევის ჰუმანიტარული დახმარების კოლონას, შევიდეს რეგიონში. გერმანიის კანცლერის თქმით, შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა ორ ლიდერს, ესაუბრათ ორმხრივ, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის განვითარებასა და მისთვის მხარდაჭერაზე. მერკელი მოსკოვში ჩავიდა ათ მაისს, და როგორც სხვა დასავლელმა ლიდერებმა, უკრაინაში რუსეთის ქმედების გამო, თავი აარიდა ცხრა მაისის სამხედრო აღლუმს მოსკოვში, სადაც მეორე მსოფლო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70 წლისთავი აღინიშნებოდა.

XS
SM
MD
LG