Accessibility links

logo-print

ირანმა 15 ნახმარი სამგზავრო თვითმფრინავი შეიძინა მოძველებული ფლოტის განსაახლებლად


ირანმა განაცხადა, რომ 15 ნახმარი სამგზავრო თვითმფრინავი შეიძინა ბოლო სამ თვეში თავისი ფლოტის განსაახლებლად. ცნობაში არ არის ნათქვამი, რა ვითარებაში, რა სახის და ვისგან მოხდა თვითმფრინავების შეძენა. ირანს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო აკრძალული ჰქონდა თვითმფრინავების და მათი სათადარიგო ნაწილების შესყიდვა. 2013 წელს მიღწეული გარდამავალი შეთანხმების ძალით, ირანს სანქციები შეუმსუბუქეს. თუმცა, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე თვითმფრინავების ყიდვა აკრძალულია. ტრანსპორტის მინისტრმა, აბას ახუნდიმ უთხრა სააგენტოს ისნას, რომ ამ შესყიდვის შემდეგ ირანის სამგზავრო თვითმფრინავების ფლოტის საშუალო ასაკი 20-დან 19 წლამდე შემცირდება. ირანის სამგზავრო თვითმფრინავებმა არაერთი ტრაგიკული ავარია განიცადეს ბოლო წლებში ტექნიკური გაუმართაობის გამო.

XS
SM
MD
LG