Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: რუსეთს და უკრაინელ მეამბოხეებს მოულოდნელი იერიშების წამოწყება შეუძლიათ


ნატოს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს და მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს, ახლა, შეიარაღების განახლების შემდეგ, შეუძლიათ მოულოდნელი იერიშების წამოწყება. ბრიუსელში მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა „ცუდი მიმართულებით ვითარდება“ თებერვალში მიღწეული ზავის მიუხედავად. ნატოს საგარეო საქმეა მინისტრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმსჯელებენ უკრაინაზე ამ კვირის ბოლოს.

XS
SM
MD
LG