Accessibility links

logo-print

ისრაელს გერმანია სამხედრო ხომალდებს მიაწვდის


ისრაელს გერმანია მიაწვდის სამხედრო ხომალდებს, რათა შეძლოს დაიცვას გაზის საბადოები ხმელთაშუა ზღვაში. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხი ხომალდი ისრაელს გადაეცემა ხუთი წლის განმავლობაში და მათი ღირებულება თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარია. გერმანიის მთავრობა კისრულობს ნაწილობრივ ხარჯებს, დაახლოებით, თანხის მეოთხედს. ნაცისტური ჰოლოკოსტის გამო კომპენსაციის სახით გერმანია ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაშია ჩართული და ხშირად ეხმარება ისრაელს სამხედრო აღჭურვილობის შეძენისას, მაგალითად წყალქვეშა ნავების ხარჯების დაფარვაში. შეთანხმებით, კომპანია ტისენი და კრუპი ისრაელის მიერ წარმოებულ,181 მილიონი ევროს ოდენობისსაქონელს შეიძენს. ისრაელს აქვს უზარმაზარი ტერიტორიის გაზის, უმეტესად აუთვისებელი საბადოები ზღვაზე, რომელთა საერთო ფართობი ქვეყნის სახმელეთოტერიტორიაზე დიდია და მათ დასაცავად სჭირდება საზღვაო ფლოტის გაძლიერება.

XS
SM
MD
LG