Accessibility links

სტოლტენბერგი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება საქართველოს და მოკავშირეების გადასაწყვეტია


ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოს, ნატოს მხარდამხარ, კვლავაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და სწორედ ამიტომ ალიანსი იღებს ვალდებულებას დაეხმაროს საქართველოს განავითაროს თავდაცვის სფერო, რაც, თავის მხრივ, საქართველოს დააახლოებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან. თუმცა მანამდე საქართველოს მეტის გაკეთება მოეთხოვება დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც, რაც, იენს სტოლტენბერგის თქმით, გულისხმობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას: „გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, ეს საქართველოს და ნატოს 28 მოკავშირის გადასაწყვეტია. ამ პროცესს რომელიმე სხვა ქვეყანა ვეტოს ვერ დაადებს და ვერ ჩაერევა მასში“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის გეგმების განხორციელება და რომ ეს პროცესი წელს მნიშვნელოვან ნაყოფს გამოიღებს.

XS
SM
MD
LG