Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრად ქალის დანიშვნას


11 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინათინ ხიდაშელის დანიშვნას: „სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება სტერეოტიპული შეხედულების გამო სკეპტიკურად უყურებს ქალის როლსა და მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება. არაერთხელ გამოვთქვი შეშფოთება ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლისა და მინისტრთა კაბინეტში მათი წარმომადგენლობის სიმცირესთან დაკავშირებით. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი მაგალითები მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და მომავალში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება“, – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

XS
SM
MD
LG