Accessibility links

logo-print

ფრანსუა ოლანდი გამოდის მოწოდებით გაუქმდეს კუბისთვის დაწესებული სანქციები


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს 1960 წელს აშშ-ის მიერ კუბის მიმართ დაწესებული ეკონომიკური ემბარგო. ამგვარი მოწოდებით ფრანსუა ოლანდი გამოვიდა ორშაბათს, კუბის დედაქალაქში ყოფნისას. ოლანდის სიტყვებით, ეკონომიკურმა სანქციებმა მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი კუბის განვითარებას და ისინი უნდა გაუქმდეს. ოლანდი არის საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში კუბას ეწვია, აგრეთვე - პირველი დასავლელი ლიდერი, რომელიც კუბას ეწვია ოფიციალური ვიზიტით მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს აშშ-მ და კუბამ ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმებზე გამოაცხადეს. ჰავანაში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ადგილობრივ უნივერსიტეტში. ფრანსუა ოლანდი შეხვდა კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროსა და მის უფროს ძმას - ფიდელ კასტროს. მანამდე, ორშაბათსვე ოლანდი შეხვდა ჰავანის კარდინალს, რომელმაც ხელი შეუწყო კუბაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მას საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა.

XS
SM
MD
LG