Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანჯეი დუდამ 1%-ით აჯობა ბრონისლავ კომოროვსკის


პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი დამარცხდა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 10 მაისს გაიმართა. 12 მაისს გამოქვეყნდა შედეგები. ბრონისლავ კომოროვსკიმ მიიღო ხმების 33,8%, მისმა უახლოესმა მეტოქემ, ანჯეი დუდამ კი - 34,8%. ანჯეი დუდა „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის კანდიდატია. მოელოდნენ, რომ ბრონისლავ კომოროვსკი - პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ლიდერი იოლად გაიმარჯვებდა არჩევნებში. არჩევნების პირველი ტურის შედეგები, შესაძლოა, იყოს იმის ნიშანი, რომ „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია იბრუნებს ძალაუფლებას. პრეზიდენტის ვინაობა 24 მაისს დანიშნული მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება.

XS
SM
MD
LG