Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა უარყო ბინ ლადენის ლიკვიდაციაში პაკისტანის მონაწილეობა


11 მაისს თეთრმა სახლმა უარყო ინფორმაცია, რომ ობამას ადმინისტრაციამ იცრუა 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის მოკვლის გარემოებებზე. თეთრი სახლის წარმომადგენელმა უსაფრთხოების საკითხებში ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ სეიმურ ჰერშის London Review of Books-ში გამოქვეყნებული სტატია სავსეა „უზუსტობებითა და უსაფუძვლო მტკიცებებით“. სეიმურ ჰერშმა დაწერა, რომ ობამას ადმინისტრაცია ბინ ლადენის მოსაკლავად საიდუმლოდ თანამშრომლობდა პაკისტანის დაზვერვის თანამშრომლებთან და რომ ბინ ლადენის მკვლელობის მისიის შესახებ იცოდნენ პაკისტანის არმიისა და დაზვერვის ხელმძღვანელებმა. „მტკიცება, რომ ოსამა ბინ ლადენის მოკვლის ოპერაცია იყო რაიმე სხვა აშშ-ის ცალმხრივი მისიის გარდა, არის აშკარა სიცრუე“, - განაცხადა ნედ პრაისმა. „ადრეც აღვნიშნეთ, რომ ამ ოპერაციის შესახებ იცოდა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალიან შეზღუდულმა წრემ. პრეზიდენტმა მაშინვე გადაწყვიტა არ ეცნობებინა სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის, მათ შორის - პაკისტანის მთავრობისთვის, რომლისთვისაც რეიდამდე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ“, - ნედ პრაისი აცხადებს, რომ აშშ და პაკისტანი კვლავაც პარტნიორებად რჩებიან ალ-ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, ბინ ლადენის ლიკვიდაცია ცალსახად ამერიკული ოპერაცია იყო.

XS
SM
MD
LG