Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალის აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


ნეპალის აღმოსავლეთში მოხდა მიწისძვრა მაგნიტუდით 7,3. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ევერესტის ახლოს მდებარე ქალაქ ნამჩე ბაზართან. 25 აპრილის მიწისძვრის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო და მისი ეპიცენტრი ნეპალის დასავლეთში იყო. 12 მაისის მიწისძვრა იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქ დელიში, აგრეთვე ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ძლიერი ბიძგები იყო ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, რომელიც წინა მიწისძვრის შედეგად ძალიან დაზიანდა. 25 აპრილის მიწისძვრას 8000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბიბისის თანახმად, 12 მაისს მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:35-ზე მოხდა.

XS
SM
MD
LG