Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პრეზიდენტი


საქართველოში იმყოფება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი. EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმამდე, რომლებიც თბილისში 13-15 მაისს ჩატარდება, სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდება. „ვამაყობ, რომ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს პირველად კავკასიაში სწორედ საქართველო მასპინძლობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სუმა ჩაკრაბარტიმ. მისივე თქმით, ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმებით შექმნა მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა განახორციელოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ინვესტიციები სწორედ ამ რეგიონში. სუმა ჩაკრაბარტის ინფორმაციით, EBRD-ს საქართველოში, სხვადასხვა სექტორში 2.6 მილიარდი ევრო აქვს დაბანდებული. ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, თბილისში დანიშნული ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, გამომდინარე იქიდანაც, რომ ფორუმის ფარგლებში EBRD დაამტკიცებს 5-წლიან სამოქმედო სტრატეგიას. „ამასთან, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველო დღეს მოვლენების, წინსვლის ეპიცენტრშია," - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ.

XS
SM
MD
LG