Accessibility links

logo-print

თბილისში განიხილეს საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს თბილისში შეხვდნენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. შეხვედრისას საქართველოს მთავრობის წევრებმა ჩარლზ კაპჩანს გააცნეს ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.

XS
SM
MD
LG