Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის ანგარიშის თანახმად, უკრაინის ომში მოკლულია 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი


რუსი ოპოზიციონერი აქტივისტების ანგარიშის თანახმად, მოსკოვმა 53 მილიარდ რუბლზე მეტი (მილიარდ დოლარზე მეტი) დახარჯა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ამბოხების დასაფინანსებლად და რეგიონში მოკლულია, სულ ცოტა, 200 რუსი ჯარისკაცი. ანგარიში სახელწოდებით "პუტინი. ომი" იყო მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის უკანასნკელი პროექტი. ის დღეს წარმოადგინეს მოსკოვში ნემცოვის კოლეგებმა და თანამებრძოლებმა. მათ შორის იყო ოპოზიცინერი ილია იაშინი. „ყველაზე მთავარია სიმართლის თქმა. ამ მოხსენების მთავარი მიზანია ხალხს ვუთხრათ სიმართლე. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას ეკისრება პასუხისმგებლობა დანაშაულებზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ავანტიურაზე, რომლის მსხვერპლიც გახდნენ როგორც უკრაინის მოქალაქეები, ისე ჩვენი თანამოქალაქეები“ - განაცხადა ილია იაშინმა მოსკოვში, უკრაინის კონფლიქტზე ანგარიშის პრეზენტაციის დროს. ბორის ნემცოვი ინტერნეტისა და ჯარისკაცების ოჯახებთან საუბრის მეშვეობით აგროვებდა ინფორმაციას, რათა დაესაბუთებინა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება მოსკოვის განცხადებები, თითქოს რუსი ჯარისკაცები არ იბრძვიან უკრაინაში. ნემცოვი წელს, თებერვალში მოკლეს მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად, რის შემდეგაც მისმა თანაპარტიელებმა და ოპოზიციონერმა ჟურნალისტებმა გააგრძელეს მუშაობა ანგარიშზე. დასავლეთი და უკრაინა რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინაში სეპარატისტი მებრძოლებისათვის იარაღისა და ჯარისკაცების გაგზავნაში. ანგარიშის გამოქვეყნება დაემთხვა რუსეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტს.

XS
SM
MD
LG