Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში მორიგმა მიწისძვრამ 40-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ნეპალში ისევ მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მიწისქვეშა ბიძგებმა ჩინეთთან საზღვრის მახლობლად, დედაქალაქ კატმანდუსა და ევერესტს შორის, შეიწირა სულ ცოტა 47 ადამიანი. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 12 მაისს 7,4 სიმძლავრის მიწისძვრას რამდენიმე განმეორებით რყევაც მოჰყვა. ნეპალის მთავრობის მონაცემებით, დაიღუპა სულ ცოტა 42 და დაშავდა 1000-მდე ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში და ერთი - ჩინეთში, კერძოდ, ტიბეტში. წინა, 25 აპრილის მიწისძვრის სიმძლავრე 7,8 იყო და მისი ეპიცენტრი დასავლეთ ნეპალში მდებარეობდა. 12 მაისის მიწისძვრა იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქ დელიში, აგრეთვე ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ნეპალში წინა, 25 აპრილის მიწისძვრას 8150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG