Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში იმართება ვლადიმირ პუტინისა და ჯონ კერის შეხვედრა


სოჭში იმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მანამდე ჯონ კერი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და განაცხადა, რომ საუბარმა „საუცხოოდ“ ჩაიარა. კერი ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ეწვია რუსეთს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრების დროს განიხილავენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებს, ასევე კონფლიქტებს სირიაში და იემენში, ისევე როგორც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების პროცესს. სოჭში ჯონ კერის ვიზიტის ფონს ქმნის უკრაინის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადება, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა სამი და დაიჭრა ერთი სამხედრო მოსამსახურე. სოჭის შემდეგ ჯონ კერი გაემგზავრება თურქეთში, ნატოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად და დაბრუნდება ვაშინგტონში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და არაბი ლიდერების სამიტთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG