Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოქალაქეებთან დიალოგი აწარმოოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებთან დიალოგი აწარმოოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად. ამის შესახებ ტუსკმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. იქვე ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იუწყებიან ასევე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკი საქართველოში მიიწვია, რაზეც უკვე მიიღო თანხმობა. ვიზიტის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება. ამასობაში, გიორგი მარგველაშვილმა დაასრულა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი, რომლის მსვლელობაშიც ის შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც.

XS
SM
MD
LG