Accessibility links

logo-print

საქართველოს დაეკისრა 33 500 ევროს გადახდა 2012 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 33 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, თბილისში 2012 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" სარჩელთან დაკავშირებით. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სასამართლომ დაასკვნა, რომ 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული მსვლელობის მონაწილეებზე თავდასხმა მოიცავდა როგორც სიძულვილის ენას, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, რომლებიც ვალდებული იყვნენ დაეცვათ დემონსტრანტები, ეს ვერ მოახერხეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ სამი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს 33 500 ევრო.

XS
SM
MD
LG